воскресенье, 12 декабря 2010 г.
შეფასების რუბრიკა
| კრიტერიუმი | ინდიკატორი | ინდიკატორის შესაბამისი ქულა | საბოლოო ქულა |
| ორგანიზებულობა | ყველა სასწავლო ნივთი აქვს და იყენებს მთელი გაკვეთილის განმავლობაში | 8 – 10 | |
| ყველა სასწავლო ნივთი აქვს, მაგრამ იყენებს არასტაბილურად | 5 – 7 | | |
| სასწავლო ნივთები აქვს, მაგრამ არ იყენებს | 3 – 4 | | |
| სასწავლო ნივთები არ აქვს | 1 – 2 | | |
| ჩართულობა | მთელი გაკვეთილის განმავლობაში ჩართულია და უპასუხებს მართებულად | 8 – 10 | |
| ჩართულია, მაგრამ ხანდახან სჭირდება დახმარება | 6 – 7 | | |
| ჩართულია, ძირითადად არამართებულად უპასუხებს | 4 – 5 | | |
| არ მონაწილეობს გაკვეთილში | 1 – 3 | | |
| პრეზენტაცია | აზრს გადმოსცემს მკაფიოდ და არგუმენტირებულად | 8 – 10 | |
| აზრს გადმოსცემს მკაფიოდ, მაგრამ უჭირს არგუმენტაცია | 6 – 7 | | |
| უჭირს დამოუკიდებლად აზრის გადმოცემა | 4 – 5 | | |
| ვერ გადმოსცემს აზრს | 1 – 3 | |
суббота, 11 декабря 2010 г.
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
| გაკვეთილის მთავარი თემა | ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მიმოხილვა |
| სწავლების საფეხური | მე–11 |
| მოსწავლეთა პროფილი | კლასში 39 მოსწავლეა. სსსმ არ არის არც ერთი. |
| გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა | მოსწავლეებს ნასწავლი აქვთ ორი რომანტიკოსი პოეტის: ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის – ცხოვრება და შემოქმედება, განხილული აქვთ რომანტიზმის, როგორც კულტურულ–ფილოსოფიური მოვლენის, ნიშნები და მათი გამოვლინება ქართულ სივრცეში. ახალი თემა დაეხმარება მოსწავლეებს რომანტიზმის არსის უკეთ გარკვევაში,ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიული დეტალების შუქზე მისი შემოქმედების გააზრებაში. |
| გაკვეთილის მიზნები და შედეგები | მოსწავლეები შეისწავლიან ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიას. განივითარებენ სხვადასხვა ეპოქის ვერბალური და ვიზუალური ტექსტების ანალიზის,ინტერპრეტაციისა და შედარების უნარს. ჩამოუყალიბდებათ პატივისცემისა და ემპათიის გრძნობა პოეტის მიმართ. |
| წინასწარი ცოდნა | რომანტიზმის, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის, არსი. ეპოქის ისტორიული და კულტურული კონტექსტი. |
| შეფასების საგანი და პროცედურები | მოსწავლეებს შევაფასებ საშინაო და საკლასო მუშაობის კომპონენტებში წინასწარ შემუშავებული რუბრიკით. დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება ზეპირი მსჯელობა, წერითი სამუშაო. |
| სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | მე-11 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო,(ვ. როდონაია და სხვები) კომპიუტერული პროგრამა PowerPoint – პრეზენტაცია, ვიდეო www.youtube.com |
გაკვეთილის მსვლელობა | 1)მოსწავლეებს საშინაო დავალებად მიცემული აქვთ გრ. ორბელიანის ლექსების: ,,ფსალმუნისა” და ,,ჰე, ივერიავ” - ანალიზი. კლასში გაიმართება მსჯელობა ამ ლექსების იდეური მხარისა და მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების შესახებ. კითხვა-პასუხის საშუალებით შევაჯამებთ გრიგოლ ორბელიანის შემოქმედების ანალიზსა და გამოვყოფთ ამ პოეტის ლექსებში გამოვლენილ ნიშნებს რომანტიზმისა.(10წთ.) 2)მოსწავლეთა ინტერესის გამოსაწვევად, ახალ თემასთან დაკავშირებით, მოვასმენინებ და ვაჩვენებ მსახიობ მურმან ჯინორიას ვიდეოჩანაწერს ნ. ბარათაშვილის ლექსისა ,,მერანი“(3წთ.) 3) კითხვების საშუალებით მოსწავლეებს გავახსენებ ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ უკვე არსებულ ცოდნას, რამდენადაც მათ ნასწავლი აქვთ ამ პოეტის ნაწარმოებები და მისი ცხოვრების შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოეპოვებათ წინა კლასებიდან. გაიხსენებენ მის ლექსს ,,ფიქრნი მტკვრის პირზედ” და პოემას ,,ბედი ქართლისა”, იმსჯელებენ ამ ნაწარმოებებში დასმული პრობლემების შესახებ და გააანალიზებენ, რომანტიზმის რა ნიშნები მჟღავნდება მათში.(7წთ) 4)მინილექცია - მოსწავლეებისთვის ახალი დეტალები ბარათაშვილის ცხოვრებიდან, მისი მეგობრები, მოგონებები მასზე, პირადი მიმოწერა,1832 წლის შეთქმულების გამოძახილი მის ცხოვრებაში, სატრფო და პოეტური მუზა, სამსახური, გარდაცვალება, მისი ხელმეორე აღმოჩენა ილია ჭავჭავაძის მიერ.(7წთ.) 5)შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ ფრაგმენტებს ბარათაშვილის წერილებიდან გრ. ორბელიანთან, მაიკო ორბელიანთან, ზაქარია ორბელიანთან და თითოეულის მიხედვით მსჯელობენ, პოეტის როგორი სულიერი მდგომარეობა, ღირებულებები ჩანს მათში. რა ინფორმაციას გვაწვდიან ისინი პოეტზე.(7წთ) 6)რეფლექსიის ფაზაზე, კითხვების საშუალებით, მოსწავლეები წყვილებში გაუზიარებენ ეპოქის შესახებ ცოდნას და გაიაზრებენ იმ კულტურულ-ისტორიულ კონტექსტს, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი. დაფიქრდებიან, რა გავლენა მოახდინა პოეტის ცხოვრებაზე ეპოქამ. ჩასწვდებიან ბარათაშვილის სულიერი მდგომარეობის მიზეზებს.(5წთ) 7)რამდენიმე წყვილიდან თითო მოსწავლე წარმოადგენს მოკლე შეჯამებას.(4წთ.) 8) მოსწავლეებს მიეცემათ საშინაო დავალება: ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი მიმოწერის გაცნობა. (2წთ.) |